ჩვენ ვართ პროფესიონალი ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე სამედიცინო პროდუქციას . ჩვენ ვართ მეგობრული და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც თანამშრომლობს პარტნიორებთან გამჭვირვალე მიდგომით. მედკორ-ის ძირითადი განვითარება ეფუძნება ჩვენი კლიენტებისგან მიღებულ ინფორმაციას (გამოხმაურებას). ჩვენი მეგობრული გუნდი ყოველთვის მზად არის ახალი სპეციფიკური სამედიცინო პროდუქციის დასამატებლად, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვამარაგებთ ადგილობრივ საავადმყოფოებსა და კლინიკებს ქირურგიული პროდუქტებით, ამავდროულად ვაფართოვებთ და ეტაპობრივად ვამატებთ ახალ საინტერესო პროდუქტებს. ჩვენი მომწოდებლები ქმნიან თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას. მედკორ-ის პორტფელში შემავალი ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მინიჭებული აქვს ISO, CE ან FDA სერთიფიკატები.